იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარი ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, იტალიელებმა მას მხარი არ დაუჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა.
„იმ თამაშში ზიდანს მაისურით ხშირად ვიჭერდი და მან მითხრა, რომ თუ მსურდა, მატჩის შემდეგ მაისურს მომცემდა, რაზეც ვუპასუხე, რომ მისი და მერჩივნა. მაშინ უფრო გავბრაზდი, როდესაც ყველა ფრანგმა ზიდანს მხარი დაუჭირა და ჩემმა ერმა, იტალიელებმა ამ საქციელისთვის გამაკრიტიკეს. მათ იმ მიწისთვის უნდა ეკოცნათ, რომელზეც ვერ დავდიოდი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიტანე გოლი და თამაშიდან მათი ლიდერი გავაგდე. თუმცა, მადლიერების ნაცვლად კრიტიკის ნაკადი მივიღე“, - თქვა მატერაციმ.
შეგახსენებთ, 2006 წლის მუნდიალის ფინალში ზინედინ ზიდანის ბოლო ოფიციალური თამაში იყო და დამატებით დროში 110-ე წუთზე გააძევეს. შეხვედრა იტალიის ნაკრებმა პენალტების სერიაში მოიგო (1:1, 5:3), ხოლო მატერაციმ გოლი თამაშიდანაც გაიტანა და პენალტების სერიაშიც.