ფეხბურთი

14:11 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" ლეგენდა და 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გარდაიცვალა

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი ჯიმი გრივსი 81 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.

ჯიმი გრივსის კარიერა „ჩელსიში“ დაიწყო და 169 მატჩში 132 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ერთი სეზონი „მილანში“ გაატარა და 14 შეხვედრაში თავი 9-ჯერ გამოიჩინა. კარიერის საუკეთესო პერიოდი გრივსს „ტოტენჰემში“ 1961-1970 წლებში ჰქონდა და 381 თამაშში 266 გოლი გაიტანა. მან ასევე ითამაშა „ვესტ ჰემსა“ და „ბარნეტში“.

ინგლისის ნაკრებში ჯიმი გრივსი 1959-1967 წლებში თამაშობდა და 57 შეხვედრაში მეტოქეები 44-ჯერ დაამწუხრა, 1966 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საკლუბო დონეზე ის იტალიის ჩემპიონი, ინგლისის ასოციაციის თასის ორგზის, ინგლისის სუპერთასის ერთგზის და თასების თასის გამარჯვებული იყო.

0.117868