ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ აკი ბაშოზე კიდევ ერთი ბრძოლა დათმო. მისი მეტოქე დღეს მე-15 მაეგაშირა იჩიიამამოტო იყო, რომელსაც საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, მაინც წააგო.
ტოჩინოშინმა მეტოქისთვის ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და საბოლოოდ დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა. ეს წყვილის მე-2 დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანში გათანაბრდა - (1:1). თავის მხრივ კი 28 წლის იაპონელმა მიმდინარე ბაშოზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინს 8 ბრძოლის თავზე მხოლოდ 2 მოგება და 6 მარცხი აქვს, რაც ძალიან ცუდი შედეგია. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ლევანს დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6-ში გამარჯვება მართებს, ეს კი ურთულესი ამოცანაა. ქართველი გოლიათი ხვალ ასევე მე-15 მაეგაშირა ჩიიონოს შეხვდება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია და მარცხი განიცადა.