კალათბურთი

2:24 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

შესანიშნავი დებიუტი "ბეტისში": ბექა ბურჯანაძის 17 ქულა 12 წუთში

ესპანეთის ლიგა ენდესას პირველ ტურში ბექა ბურჯანაძის სევილიის „ბეტისმა“ „მორაბანკ ანდორა“ დაძაბულ ბრძოლაში 102:98 დაამარცხა. მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, რომელიც ანდალუსიელებმა 12:8 მოიგეს.

ბურჯანაძეს „ბეტისში“ ოფიციალური დებიუტი ჰქონდა და შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 12:26 წუთში 17 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. არასრულ 13 წუთში 17 ქულა ცხადია, შესანიშნავი შედეგია. ბექამ 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის მეოთხე მაჩვენებელი იყო.

აქვე გეტყვით, რომ „ბეტისი“ მეორე ტურში სტუმრად 24 სექტემბერს, „მურსიას“ დაუპირისპირდება.

0.153083