„ატლეტიკომ“ „ბილბაოს“ ვერ მოუგო და ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა. მადრიდელებმა ხომ სამი დღის წინათ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის მატჩი „პორტუსთან“ (ასევე - 0:0) და სილაღე აკლდათ.
პირველი ტაიმი უფრო მოსაწყენი იყო. თავიდან მადრიდელები გასატანად გაიქცნენ, მაგრამ სწრაფად რომ ვერ იხეირეს, დაწყნარდნენ. შესვენების შემდეგ უფრო დაიძაბა ვითარება. 75-ე წუთზე მარკოს ლორენტეს დარტყმული ბურთი სტუმართა კარის ძელს მოხვდა., მერე მსაჯმა მასპინძელი ჟოაო ფელიშიც საეჭვოდ გააძევა და ბოლო 12 წუთი მათ კაცნაკლულებმა ითამაშეს.
საბოლოოდ - 0:0.
ამისდაკვალად, 11- ქულიანი „ატლეტიკო“ სატურნირო ცხრილს სათავეში მაინც მოექცა. თუმცა ჯერ არ უთამაშიათ უშუალო კონკურენტებს: „რეალს,“ „ვალენსიას“ და „სოსიედადს,“
ესპანეთი
პრიმერა. მე-5 ტური
18 სექტემბერი
ატლეტიკო - ბილბაო 0:0
მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“
ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი (კუნია 77), სავიჩი, ხიმენესი, ერმოსო, ლოდი (კარასკო 55), კონდოგბია (ერერა 55), ლორენტე, დე პაული, გრიზმანი (სუარესი 55), კორეა (ფელიში 60)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ბილბაო: სიმონი, ლეკუე, ვივიანი, მარტინესი, ბალენსიაგა, ბერენგერი, დანი გარსია (სარაგა 87), ვენსედორი (ვესგა 80), მუნიაინი (მორსელო 81), რაულ გარსია (ნიკო უილიამსი 63), ინიაკი უილიამსი (ვილალიბრე 63)
მწვრთნელი: მარსელინო
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
გაფრთხილება: კონდოგბია (36), ფელიში (78), სავიჩი (79), ხიმენესი (90+7), კუნია (90); დანი გარსია (30), ნიკო უილიამსი (82)
გაძევება: ფელიში (78)
რაიო ვალეკანო - ხეტაფე 3:0
1:0 ტრეხო (9 პენ), 2:0 სისი (78) 3:0 ფალკაო (3:0)
ელჩე - ლევანტე 1:1
1:0 პერესი (33), 1:1 მორალესი (55)
ალავესი - ოსასუნა 0:2
0:1 გარსია (22), 0:2 ტორესი (29 პენ)
19 სექტემბერი
ვალენსია - რეალი
მალიორკა - ვილიარეალი
ბეტისი - ესპანიოლი
20 სექტემბერი
ბარსელონა - გრანადა