კალათბურთი

0:25 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ორმაგ დუბლთან ახლოს იყო, "ტენერიფემ" სეზონი მარცხით დაიწყო

ესპანეთის ლიგა ენდესას 2021-2022 წლების სეზონმა სტარტი აიღო და გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ პირველ ტურში „ბრეოგანთან“ უშანსოდ, 73:92 დამარცხდა, შედეგად, სეზონი ცუდად დაიწყო.

ლიდერ ქართველმა ცენტრმა 24:14 წუთში 9 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 10-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა შორის საუკეთესო მეორე მაჩვენებელი იყო.

„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესას მეორე ტურში 23 სექტემბერს, შინ მალაგას „უნიკახას“ უმასპინძლებს.

0.114387