ავტოსპორტი

0:23 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიმ“ იმოლაში შესაძლოა შენიღბული ტესტები ჩაატარა

„ფერარიმ“ გასული კვირის ბოლოს, იმოლას ტრეკზე 2018 წლის მანქანით ტესტები ჩაატარა. ფორმულა 1-ში მოქმედი წესებით, ძველ მანქანაზე მუშაობა არ იზღუდება. გუნდმა ტესტების მიზნაზდ, რეალურ ტრასაზე, ახალ და ძველ სიმულატორებზე მიღებული მონაცემების შესაბამისობის დადგენა დაასახელა.

ტესტებში მონაწილეობას შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი მონაწილეობდნენ. ტრასაზე მათი ყოფნის პარალელურად, მუშაობა ვირტუალურ მანქანაზეც მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, ტესტ პილოტი იმავე ტრასაზე (ოღონდ ვირტუალურზე) მართავდა მანქანას.

ტესტები რამდენიმე საათით გაჩერდა იმის გამო, რომ მანქანაზე ტრანსმისია დაზიანდა. მისი გამოცვლის შემდეგ გაწვიმდა და ამის გამო, სრულფასოვანი ტესტები არ გამოვიდა.

მაგრამ მთავარი სხვა რამაა - ტესტების დამსწრე მაყურებლის დაკვირვებულმა თვალმა ისეთი რამ შენიშნა, რაც ტესტების ოფიციალურ მიზანს ეჭვქვეშ აყენებს. არსებობს ვარაუდი, რომ მარანელოელები თავიანთი ძრავის იმ ბოლო ვერსიას ცდიან, რომელსაც პირველად თურქეთში გამოიყენებენ.

და ეს ვარაუდი სწორედ იმოლას ტესტებზე გამყარდა. კერძოდ, მაყურებელმა შენიშნა, რომ ლეკლერის ტესტებისას, მანქანის აეროდინამიკური პარამეტრები არ შეცვლლა. მხოლოდ ერთხელ შეცვალეს უკანა ფრთა და ისიც ხარვეზის გამო. არადა, მონაცემების შესადარებლად, გუნდები საერთოდ, აეროდინამიკას ცვლიან ხოლმე, რათა ანალიზის სიზუსტე მაღალი იყოს.

ეს იმის საკმარის საბაბს იძლევა, რომ გუნდის რეალური მიზნები ეჭვქვეშ დადგეს. ფ1-ში მალე ძრავების სრულყოფა აიკრძალება და ეს სიტუაცია 2026 წლამდე შენარჩუნდება. ამიტომ, რა ძრავიც ექნებათ გუნდებს მომავალი სეზონის დასაწყისში, იმით მოუწევთ რამდენიმე სეზონის გატარება.

არაოფიციალური ინფორმაციით, „ფერარი“ განახლებულ ძრავზე, ჰიბრიდული სისტემის დახვეწას ცდილობს. გარდა ამისა, თურქეთში ასევე იგეგმება „შელის“ ახალ საწვავსა და საზეთ მასალებზე გადასვლა.

0.116124