ფეხბურთი

21:10 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ „ბილბაოს“ უგოლოდ დაშორდა

დღეს, 18 სექტემბერს, მადრიდში, პრიმერას მე-5 ტურის მატჩში, „ატლეტიკომ“ ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. 78-ე წუთიდან მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა პორტუგალიელ ჟოაუ ფელიშს მეორე ყვითელი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა.

ფრის მიუხედავად, „ატლეტიკო“ 11 ქულით პრიმერას ცხრილს ლიდერობს. ცხრაქულიანი „ბილბაო“ კი მეხუთე ადგილზე დგას.

0.118569