ამერიკული „ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა. როგორც არგენტინელმა აღნიშნა, ერთმანეთთან კონკურენცია ორივე ფეხბურთელს განვითარებაში დაეხმარა.
„კარიმ ბენზემასთან ჯანსაღი კონკურენცია მქონდა, 100%-ით დახარჯვა გვიწევდა. რონალდუმ პირველ სეზონში 26 გოლი გაიტანა, მე კი 27. გარდა ამისა, „რეალმა“ კაკა და ბენზემა იყიდა და შემდეგ დავფიქრდი: რამდენი გოლი უნდა გავიტანო სეზონში?
კარიმის ტრანსფერის წყალობით შემეძლო ჩემი საუკეთესო ვერსიის ჩვენება. კონკურენციამ მასაც შეუწყო ხელი, ბენზემა საოცარი თავდამსხმელია“, - თქვა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი „რეალში“ 2007-2013 წლებში თამაშობდა და 190 მატჩში 107 გოლის გატანა მოახერხა.