ფეხბურთი

13:26 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" დე ლიხტის შემცვლელად "მილანის" კაპიტანს განიხილავს

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა "მილანის" კაპიტანის, ალესიო რომანნიოლის შეძენითაა დაინტერესებული. ინფორმაცია ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

წყარო ცნობას ფეხბურთელის აგენტ - მინო რაიოლას სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს. იტალიელ მცველს შეუძლია "ბებერ ქალბატონს" 2022 წლის ზაფხულში შეუერთდეს. რომანიოლს ტურინში მატის დე ლიხტის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც კლუბის დატოვებასთან ახლოს არის.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" სერია A–ში მასიმილიანო ალეგრის მეთაურობით 3 მატჩი ჩაატარა და ჩემპიონატი ცუდად დაიწყო, რადგან მათ მხოლოდ 1 ქულა აქვთ მოპოვებული. მომდევნო შეხვედრას იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ხვალ, "მილანის" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.141631