ფეხბურთის მეფეს, პელეს რამდენიმე დღის წინ მსხვილი ნაწლავის სიმსივნის მოსაშორებლად ოპერაცია გაუკეთეს და სამშაბათს საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ ამჯერად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ისევ მოხვდა.
პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა შვილმა კელი ნასიმენტომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც მამასთან ერთად პალატაში გადაღებული ფოტოც დაურთო.
„მსოფლიოს გარშემო უკვე ბევრი შფოთვაა და არ გვინდა შეშფოთების მიზეზი ჩვენც ვიყოთ. ეს ფოტო ახლახან გადავიღე. ის თავს კარგად გრძნობს და ყველაფერი ნორმალურადაა. მისი ასაკის ადამიანისთვის, ასეთი ოპერაციის შემდეგ ბუნებრივია, როგორც წინ, ისე უკან გადადგმული ნაბიჯები. გუშინ დაღლილი იყო და მცირე ნაბიჯით უკან დაიხია, დღეს კი ორი ნაბიჯი წინ გადადგა“, - დაწერა კელიმ სოციალურ ქსელში.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ პელემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობდა და მზად იყო არა მარტო 90 წუთის, არამედ დამატებითი დროის სათამაშოდაც.