ფეხბურთი

19:55 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში უახლოეს მომავალში კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც The Sun-ი იუწყება, ბრუნუს ხელფასი 100,000 გაეზრდება და კვირაში 250,000 გირვანქა სტერლინგი ექნება.

ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და ასევე ეს კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდება. ფერნანდეშს ასევე გაეზრდება ბონუსები და „მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუსთან და პოლ პოგბასთან ერთად ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი მოთამაშე გახდება.

ფერნანდეშის გადაბირებით „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან დაინტერესებულები, თუმცა ბრუნუს კლუბში დარჩენა და ტიტულებისთვის ბრძოლა სურს. პორტუგალიელი „წითელმა ეშმაკებმა“ 2020 წლის იანვარში დაიმატეს, მას შემდეგ კი 85 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 44 გოლი და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116916