50 წლის ინგლისელმა მწვრთნელმა შონ დაიჩმა „ბარნლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდს 2025 წლის ივლისამდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
დაიჩი „ბარნლის“ 2012 წლიდან წვრთნის. ამ ხნის განმავლობაში მისმა გუნდმა 396 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 147 მოიგო და 103 ფრედ დაასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს „ბარნლიმ“ ოთხიდან სამი მატჩი წააგო და ერთი ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.