სხვა

3:41 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რინგს კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი უბრუნდება

ოღონდ, დროებით. მისი სახელია ჯეიმს ტონი. ის რამდენიმე წონაში იყო ჩემპიონი, ბოლოს კი მძიმეშიც გადავიდა და იქ IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) საჩემპიონო სარტყელს დაეუფლა.

ტონის პროფესიონალურ რინგზე 92 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 77 მოიგო, მათგან 47 ნოკაუტით, 10 წააგო, 3 ფრედ დაასრულა და 2 - უშედეგოდ. მან ერთხელ UFC-ს ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა. ტონის აგვისტოში 53 წელი შეუსრულდა.

საჩვენებელ ბრძოლაში, რომელიც 23 ოქტომბერს ჩატარდება, ტონის მეტოქეა WBO-ის (კრივის მსოფლიო ორგანიზაცია) ტიტულის ყოფილი მოცილე (მძიმე წონაში) ჯერემი უილიამსი, ვისაც 49 ბრძოლიდან 43 მოგებული აქვს (35 ნოკაუტით), 5 წააგო (3 ნოკაუტით) და 1 ფრედ დაასრულა.

ბრძოლა ვირჯინიის კუნძულებზეა დანიშნული, თუმცა არაა გამორიცხული, რომ თარიღი შეიცვალოს. მისი ჩვენების უფლება ხუთ საკაბელო ტელევიზიას ექნება.

ტონიმ ბოლო ბრძოლა 2017 წლის მაისში გამართა და მსოფლიო კრივის ფონდის ვაკანტური ტიტული მოიპოვა, რის შემდგაც კარიერა დაასრულა. UFC-ს რინგზე, ორგზის ჩემპიონ რენდი კუტიურთან დამარცხდა (2010 წელს). მას შემდეგ კრივში 9 ბრძოლა ჩაატარა და აქედან მხოლოდ ხუთი მოიგო.

უილიამსი 49 წლისაა და მას რინგზე ბოლო ბრძოლა 2007 წელს აქვს ჩატარებული.

0.125516