ფეხბურთი

10:23 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "პარტიზანმა" დამსახურებულად მოიგო, ჩვენ მიზანს უკვე მივაღწიეთ"

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ბელგრადის „პარტიზანთან“ 0:2 წააგო და 13 წლის შემდეგ ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე დაბრუნება პოზიტიურად ვერ აღნიშნა.

მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ სერბებმა დამსახურებულად მოიგეს და მისმა გუნდმა მთავარ მიზანს უკვე მიაღწია.

„ჩვენ მნიშვნელოვან მიზანს მივაღწიეთ, ამჯერად კი ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. გვქონდა ჩვენი კარგი მომენტები, მაგრამ გოლები მათ გაიტანეს. „პარტიზანმა“ დამსახურებულად მოიგო. წინ კიდევ 5 მატჩი გვაქვს, ვნახოთ რა მოხდება. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, არ უნდა ვინერვიულოთ, მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა, ჯგუფურ ეტაპზე გავედით. ახლა ჩემპიონატის მატჩებზე ვიფიქრებთ“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ კონფერენს ლიგის მეორე ტურში 30 სექტემბერს, სტუმრად ბელგიურ „გენტს“ დაუპირისპირდება.

0.156245