ფეხბურთი

14:16 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკომ შესაძლოა თურქეთის ნაკრები ჩაიბაროს

უკრაინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ შესაძლოა თურქეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

Kicker-ის ინფორმაციით, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას ვაკანტური პოსტის დაკავების კანდიდატებს შორის შევჩენკოც მოხვდა, რომელმაც უკრაინის ნაკრები ზაფხულში დატოვა. „შევას“ გარდა, სიაშია გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი შტეფან კუნცი.

შევჩენკო უკრაინის ნაკრებს წარმატებით ავარჯიშებდა და ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალშიც გაიყვანა. თურქეთის ნაკრებიდან კი რამდენიმე დღის წინ შენოლ გიუნეში დაითხოვეს.

0.116395