ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელი სებასტიან ალე დასახელდა, რომელმაც უეფას გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ალემ ლისაბონის „სპორტინგთან“ (5:1) მოგებულ მატჩში 4 გოლი გაიტანა და აღსანიშნავია, რომ ეს მისთვის პირველი თამაში იყო ჩემპიონთა ლიგაზე. კოტ დივუარელი მარკო ვან ბასტენის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო თამაშში პოკერი შეასრულა.
მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც „ბარსელონა“ ორჯერ დაამწუხრა, გამოკითხვის შედეგებით მეორე ადგილზე გავიდა, მესამე პოზიცია ერგო „დორტმუნდის“ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს (გოლი და საგოლე პასი „ბეშიქთაშთან“), ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა კრისტოფერ ნკუნკუმ, რომელმაც „მანჩესტერ სიტისთან“ ჰეთ-თრიქი გაიფორმა.