ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები Fantasy Football-ის ქულების მიხედვით ცნობილია. უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საუკეთესო 11-ეულში ყველაზე საინტერესო ტირასპოლის „შერიფის“ მცველის, კრისტიანოს ყოფნაა, რომელმაც ორი საგოლე პასი მიითვალა.
რასაკვირველია, სიმბოლურში მოხვდნენ სებასტიან ალე, რომელმაც პოკერი შეასრულა და ჰეთ-თრიქის ავტორი კრისტოფერ ნკუნკუ.
მეკარე: მაიკ მენიო (მილანი)
მცველები: ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), კრისტიანო (შერიფი), ალექს სანდრო (იუვენტუსი)
ნახევარმცველები: ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი)
თავდამსხმელები: ანტონი (აიაქსი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), სებასტიან ალე (აიაქსი)