ფეხბურთი

13:22 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნათან აკე: "ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გავიტანე და რამდენიმე წუთის შემდეგ მამაჩემი გარდაიცვალა"

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა ნათან აკემ „ლაიფციგთან“ გოლი გაიტანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის სადებიუტო იყო, მაგრამ იმავე საღამოს მამა გარდაეცვალა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ბოლო რამდენიმე კვირა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო. მამაჩემი ძალიან ცუდად იყო და მკურნალობა შესაძლებელი აღარ იყო. გამიმართლა, რომ ჩემი შეყვარებული, ოჯახი და მეგობრები გვერდში მედგნენ. გუშინ რთული პერიოდის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი პირველი გოლი გავიტანე და რამდენიმე წუთის შემდეგ ის გარდაიცვალა და მშვიდად იქნება დედაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, ის ჩემი თამაში ყურებით ყოველთვის ამაყობდა და ბედნიერი იყო. ვიცი, რომ ყოველთვის ჩემთან ხარ, მუდამ ჩემს გულში იქნები და ეს შენთვის იყო მამა“, - დაწერა აკემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსის“ აკადემიაში აღიზარდა, შემდეგ „რედინგში“, „უოტფორდსა“ და „ბურნმუთში“ ითამაშა, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ 2020 წელს შეუერთდა. ნიდერლანდების ნაკრებში მას 22 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.115077