„დორტმუნდის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდს ჰკითხეს უნდა თუ არა უახლოეს პერიოდში ჩემპიონთა ლიგის მოგება. ნორვეგიელი ფეხბურთელის განცხადებით, ამ საკითხზე ბევრს არ ფიქრობს და სჯერა, რომ ადრე თუ გვიან, მთავარ საკლუბო ტიტულს მოიპოვებს.
„კარგი კითხვაა, მაგრამ ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. მხოლოდ თამაშიდან თამაშზე ვფიქრობ, მერე კი ვნახოთ რა მოხდება. თუმცა, რა თქმა უნდა, უკვე მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ადრე თუ გვიან, მოვიგებ“, - თქვა ჰოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნორვეგიელს ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 17 თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ მეტოქეთა კარში 21 გოლის გატანა მოასწრო. მან მიმდინარე სეზონის პირველ ტურში „ბეშიქთაშის“ დამწუხრება მოახერხა.