2021 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოსთვის (Golden Boy) ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ვეღარ იბრძოლებს.
Tuttosport-მა, რომელიც ყოველწლიურად ასახელებს 21-წლამდე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს, ნომინანტთა სია 40-მდე შეამცირა, რომელშიც ხვიჩა არ ფიგურირებს. ქართველი თავდაპირველად 100-კაციან ნუსხაში იყო.
საუკეთესოს პრიზისთვის ისეთი ფეხბურთელები აგრძელებენ ბრძოლას, როგორებიც ედუარდო კამავინგა, ერიკ გარსია, ჯუდ ბელინგემი, მეისონ გრინვუდი, გაბრიელ მარტინელი, ჯამალ მუსიალა, ნუნო მენდეში, პედრი, ჯოვანი რეინა და ბუკაიო საკა არიან.
აქვე გეტყვით, რომ Golden Boy-ს ჯილდო გასულ წელს ერლინგ ჰოლანდმა (2020 წელს) მოიგო, მანამდე ჟოაო ფელიქსმა (2019), მატიას დე ლიხტმა (2018), და კილიან მბაპემ (2017).