ფეხბურთი

15:17 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეს ზღაპარი: შარშან განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ, ახლა დებიუტი პოკერით აღნიშნა

ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელმა სებასტიან ალემ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო თამაში ჩაატარა და პოკერი შეასრულა. კოტ დივუარელ ფორვარდს ლისაბონის „სპორტინგთან“ ალბათ კარიერის თამაში ჰქონდა.

„აიაქსმა“ ალე მიმდინარე წლის იანვარში ლონდონის „ვესტ ჰემიდან“ დაიმატა და ცოტა ხანში ევროპა ლიგის განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ. განაცხადის შევსების დროს, პასუხისმგებელ პირს დაავიწყდა, რომ გუნდში ალეც ირიცხებოდა და მასში სებასტიან ალე არ ჩაუწერია - შესაბამისად, ევროპა ლიგაზე გუნდს ვერ დაეხმარა, საიდანაც აიაქსი მეოთხედფინალში რომასთან მარცხით გავარდა.

ახლა კი, ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა და ზღაპრული თამაში ჩაატარა. სხვათა შორის, სებასტიან ალე მეორე ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე (არა ჩემპიონთა თასზე) სადებიუტო მატჩში პოკერი შეასრულა. პირველი, ვინც ეს გააკეთა, ლეგენდარული მარკო ვან ბასტენია, რომელმაც 1992 წელს შვედურ „გიოტებორგს“ 4 გოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105079