ფეხბურთი

11:21 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოუენი: „მესი, მბაპე და ნეიმარი ერთად, „პარი სენ-ჟერმენის“ შეტევას ასუსტებენ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, მაიკლ ოუენმა, ჟურნალისტებს „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ტრიოს შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„ცხადია, „პარი სენ-ჟერმენით“ ყველა მოხიბლული ვართ. განსაკუთრებით მათი შეტევის ხაზით. მესი, მბაპე და ნეიმარი ფენომენალური ფეხბურთელები არიან, მაგრამ სამივე ერთად, გუნდის შეტევას ასუსტებენ. ვერ გამიგია, რატომ მიიჩნევენ მათ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტებად. ვფიქრობ, ინგლისური კლუბები გაცილებით ძლიერები არიან.“ - ციტირებს ოუენის სიტყვებს Daily Mail.

0.151342