უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა და რვა მატჩი დარჩენილ ოთხ ჯგუფში გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს „ინტერი“ – „რეალისა“ და „ლივერპული“ – „მილანის“ მატჩები იწვევდა და მოლოდინი განსაკუთრებით მეორე შეხვედრამ გაამართლა.
A ჯგუფი
ლიონელ მესიმ „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა და გოლი ვერ გაიტანა, მხოლოდ ყვითელ ბარათს გამორჩა. პსჟ-მ კი ბელგიაში „ბრიუგეს“ ბევრი ვერაფერი დააკლო და მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე ანდერ ერერას გოლით დაწინაურდა, ბელგიელებმა პირველი ტაიმის შუაწელს გაათანაბრეს და მერე არაფერი შეცვლილა. ამრიგად, მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა არცთუ ეფექტური სტარტი აიღო - 1:1.
სამაგიეროდ, ფეერიულ თამაშში იმარჯვა „მანჩესტერ სიტიმ“, რომელმაც შინ „ლაიფციგი“ 6:3 დაამარცხა. გერმანული გუნდის რიგებში ჰეთ-თრიქი გაიფორმა კრისტოფერ ნკუნკუმ, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდმა დიდებულად ითამაშა და გერმანული გუნდი ექვსჯერ დაამწუხრა.
მეორე ტუში სუპერდუელი იქნება: „პარი სენ ჟერმენი“ – „მანჩესტერ სიტი“, ხოლო „ლაიფციგი“ შინ „ბრიუგეს“ დაუხვდება.
„ბრიუგე“ – „პარი სენ ჟერმენი“ 1:1 (1:1)
ბრიუგე, „იან ბრეიდელი“
„ბრიუგე“ (3-5-2): მინოლე; მატა, ჰენდრი, ნ’სოკი; სოვა (მაუასა 90), რიცი, ვანაკენი, ალვარესი, სობოლი; დე კეტელარე, ლანგი
მწვრთნელი: ფილიპ კლემენი
„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; ჰაკიმი, კიმპემბე, მარკინიოსი, დიალო (მენდესი 75); ვეინალდუმი (დრაქსლერი 46), პარედესი (დანილო 46), ერერა; მესი, მბაპე (იკარდი 51), ნეიმარი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 ერერა (15), 1:1 ვანაკენი (27)
გაფრთხილება: ლანგი (62), ალვარესი (76) - პარედესი (13), მესი (72)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 8 (4) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 1:4
მსაჯი: სანდრო შარერი (შვეიცარია)
„მანჩესტერ სიტი“ – „ლაიფციგი“ 6:3 (3:1)
მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“
„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; კანსელო, დიაში, აკე, ზინჩენკო; დე ბრუინი (ფოდენი 71), როდრი (ფერნანდინიო 59), ბერნარდო სილვა (გიუნდოგანი 59); მაჰრეზი, ტორესი (სტერლინგი 72), გრილიში (გაბრიელ ჟესუსი 81)
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
„ლაიფციგი“ (4-2-3-1): გულაჩში; კლოსტერმანი, ორბანი, მუკიელე, ანხელინო; ლაიმერი (ჰაიდარა 60), ადამსი; დანი ოლმო (ბრობი 72), ფორსბერგი (შობოშლაი 61), ნკუნკუ (გვარდიოლი 81); ანდრე სილვა (პოულსენი 60)
მწვრთნელი: ჯესი მარში
გოლები: 1:0 აკე (16), 2:0 მუკიელე (28, ა.გ), 2:1 ნკუნკუ (42), 3:1 მაჰრეზი (45, პენ), 3:2 ნკუნკუ (51), 4:2 გრილიში (56), 4:3 ნკუნკუ (73), 5:3 ჟოაო კანსელო (75), 6:3 გაბრიელ ჟესუსი (86)
გაფრთხილება: ზინჩენკო (12) - კლოსტერმანი (45), ადამსი (49), ანხელინო (58, 79)
გაძევება: ანხელინო (79)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 7 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 6:3
მსაჯი: სერდარ გოზუბიუიკი (ნიდერლანდები)
B ჯგუფი
7-წლიანი პაუზისა და 2745 დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანი“ დაბრუნდა და თანაც, „ენფილდ როუდზე“, სადაც აქამდე არასდროს ჰქონდა ნათამაშები. „როსონერი“ „ლივერპულთან“ დამარცხდა, მაგრამ ფაქტია, ეს გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.
იურგენ კლოპის გუნდი პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მეცხრე წუთზე ფიკაიო ტომორის ავტოგოლით დაწინაურდა, ხოლო სულ მალე მომო სალაჰს ანგარიშის გაორმაგება შეეძლო, მაგრამ მაიკ მენიომ მას პენალტი აუღო. „წითლებს“ კიდე არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა სტუმართა ფრანგი მეკარე შეუდარებლად ირჯებოდა.
სამაგიეროდ, პირველი ტაიმის მიწურულს სასწაული მოხდა და იტალიელებმა წუთნახევარში ორი გოლი გაიტანეს. ორივე შემთხვევაში სტუმართა კომბინაციები დიდებული იყო და ჯერ ანტე რებიჩმა გაათანაბრა, მერე ბრაჰიმ დიასმა პიოლის გუნდი დააწინაურა. „მილანს“ გოლამდე მეტოქის კარისკენ დარტყმაც არ ჰქონდა, მაგრამ ტაიმი მაინც მოიგო. მიუხედავად ამისა, „ლივერპულმა“ მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება შეძლო. 49-ე წუთზე სალაჰმა შეცდომა გამოასწორა და გაათანაბრა, ხოლო 20 წუთში ჯორდან ჰენდერსონმა შორეული დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა. „ლივერპულმა“ 3:2 იმარჯვა კლასიკური დუელი, თუმცა შეეძლო უფრო დიდი სხვაობითაც მოეგო, რადგან მართლაც დიდ უპირატესობას ფლობდა. მეორეს მხრივ, „მილანის“ ჩამოწერა არ შეიძლება, ეს იყო დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველი თამაში და ყველაფერი გასაგებია. ფაქტია, რომ შავ-წითლები ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. ამავე ჯგუფის მეორე მატჩი „ატლეტიკოსა“ და „პორტუს“ შორის უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტურში „მილანი“ „ატლეტიკოს“ და „პორტუ“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს.
„ატლეტიკო“ – „პორტუ“ 0:0 (0:0)
მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“
„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ლორენტე, ფელიპე (ერერა 75), ხომენესი, ჰერმოსო (ლოდი 56); ფერეირა-კარასკო, კონდოგბია, კოკე (კორეა 56), ლემარი (დე პაული 36); სუარესი, ჟოაო ფელიქსი (გრიზმანი 56)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
„პორტუ“ (4-4-2): დიოგო კოშტა; კორონა, მბემბა, პეპე (მარკანო 54), ზაიდუ (ვენდელი 46); ოტავიო, ურიბე (ვიტინია 66), გრუიჩი, დიასი (პეპე 84); ტარემი, მარტინესი (ოლივეირა 66)
მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო
გაფრთხილება: ჟოაო ფელიქსი (51), კონდოგბია (52), ფელიპე (71) - დიასი (16), ზაიდუ (21), ურიბე (41), ვიტინია (67), კორონა (76), ვენდელი (83)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 3 (0) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 4:0
მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)
„ლივერპული“ – „მილანი“ 3:2 (1:2)
ლივერპული, „ენფილდ როუდი“
„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, გომესი, რობერტსონი; ფაბინიო, ჰენდერსონი (მილნერი 84), კეიტა (ტიაგო ალკანტარა 71); სალაჰი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 84), ორიჯი (მანე 63), ჟოტა (ჯონსი 71)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
„მილანი“ (4-2-3-1): მენიო; კალაბრია, კიაერი, ტომორი, ერნანდესი; ბენასერი (ტონალი 71), კესი; სალმაეკერსი (ფლორენცი 62), ბრაჰიმ დიასი, ლეაო (ჟირუ 62); რებიჩი (მალდინი 83)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 1:0 ტომორი (9, ა.გ), 1:1 რებიჩი (42), 1:2 ბრაჰიმ დიასი (44), 2:2 სალაჰი (49), 3:2 ჰენდერსონი (69)
გაფრთხილება: ბენასერი (13), ბრაჰიმ დიასი (61)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 6 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 15:2 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)
C ჯგუფი
ამსტერდამის „აიაქსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სტარტი აიღო. ნიდერლანდური გრანდი ლისაბონში ჩავიდა და პორტუგალიის ჩემპიონი „სპორტინგი“ 5:1 გაანადგურა. დიდებული მატჩი ჰქონდა სებასტიან ალეს, რომელმაც პოკერი შეასრულა და ეს იყო მისი სადებიუტო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე!
ამავე ჯგუფში „დორტმუნდმა“ სტამბოლში „ბეშიქთაშს“ ჯუდ ბელინგემის დიდებული გარჯის წყალობით აჯობა, რომელმაც გოლი გაიტანა და მერე ერლინგ ჰოლანდს გაატანინა - 1:2. მეორე ტურში „დორტმუნდი“ „სპორტინგს“ და „აიაქსი“ „ბეშიქთაშს“ უმასპინძლებს.
„ბეშიქთაში“ – „დორტმუნდი“ 1:2 (0:2)
სტამბოლი, „ვოდაფონ პარკი“
„ბეშიქთაში“ (4-1-4-1): დესტანოღლუ; როსიე, ველინტონი, მონტერო, ნ’საკალა; სოუზა; გეძალი (ტორე 89), პიანიჩი, ჰატჩინსონი (უჩანი 78), ლარინი (კარამანი 61); ბატშუაი
მწვრთნელი: სერგენ იალჩინი
„დორტმუნდი“ (4-3-1-2): კობელი; მუნიე, აკანჯი, ჰუმელსი (პინგრაჩიჩი 70), გერეირო; ბელინგემი (ვოლფი 70), ბრანდტი (ვიტსელი 46), დაუდი; როისი; ჰოლანდი (კნაუფი 86), მალენი (მუოკოკო 70)
მწვრთნელი: მარკო როზე
გოლები: 0:1 ბელინგემი (20), 0:2 ჰოლანდი (45), 1:2 მონტერო (90)
გაფრთხილება: ველინტონი (43), მონტერო (45), ჰატჩინსონი (76) - მუნიე (55), მუოკოკო (79)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 13 (7) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)
„სპორტინგი“ – „აიაქსი“ 1:5 (1:3)
ლისაბონი, „ჟოზე ალვალადე“
„სპორტინგი“ (3-4-2-1): ადანი; ნეტო, ინასიო (ესგაიო 21), ფედალი; პორო, პალინია, ლუისი, ვინაგრე (მათეუსი 46); კაბრალი (სარაბია 46), სანტოსი (ტომასი 60); პაულინიო (ბრაგანსა 77)
მწვრთნელი: რუბენ ამორიმი
„აიაქსი“ (4-3-3): პასვეერი; მაზრაუი(რენში 70), ტიმბერი, მარტინესი, ბლინდი (შურსი 81); ალვარესი, ბერგუისი (ტეილორი 77), გრავენბერხი; ანტონი (ნერეში 70), ჰალერი, ტადიჩი
მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი
გოლები: 0:1 ალე (2), 0:2 ალე (9), 1:2 პაულინიო (33), 1:3 ბერგუისი (39), 1:4 ალე (51), 1:5 ალე (63)
გაფრთხილება: პალინია (40), ფედალი (84), ტომასი (85) - ტიმბერი (45), ალვარესი (49), მარტინესი (86)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 11 (8) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 4:2
მსაჯი: ხოსე სანჩესი (ესპანეთი)
D ჯგუფი
ტირასპოლის „შერიფი“ ისტორიის წერას აგრძელებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრით არ დაკმაყოფილდა. მოლდოვის ჩემპიონმა იქ დებიუტი გამარჯვებით დააგვირგვინა!
იური ვერნიდუბის გუნდმა, რომელსაც სხვათა შორის, ვილი სანიოლის მოსვლამდე, საქართველოს ნაკრებს უკავშირებდნენ, ტირასპოლში დონეცკის „შახტარს“ მოუგო.
მატჩის მე-16 წუთზე კრისტიანოს ჩაწოდების შემდეგ ადამა ტრაორემ ერთი შეხებით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, რაც მოლდოვური ფეხბურთისთვის ისტორიული გოლი იყო - პირველი ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში. მეორე ტაიმში კრისტიანომ კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა და ამჯერად თავი მომო იანსანემ გამოიჩინა. საბოლოოდ, „შერიფმა“ ისტორია დაწერა და გაცილებით გამოცდილ „შახტარს“ 2:0 მოუგო და ასპარეზობა 3 ქულით დაიწყო.
ამავე ჯგუფის მთავარი მატჩი მილანში გაიმართა, სადაც „ინტერმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და შარშან განცდილი ორი მარცხითვის რევანშის აღებას გეგმავდა. სიმონე ინძაგის გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს ვერ გამოიყენა, ხოლო ბოლო წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღო. ბრაზილიელმა როდრიგომ მატჩის ბედი გადაწყვიტა და კარლო ანჩელოტის გუნდმა იტალიიდან შინ დაბრუნება 3 ქულით მოახერხა.
მეორე ტურში „რეალი“ „შერიფს“ უმასპინძლებს, ხოლო „ინტერი“ „შახტარს“ ესტუმრება.
„შერიფი“ – „შახტარი“ 2:0 (1:0)
ტირასპოლი, „შერიფ სთედიუმი“
„შერიფი“ (4-2-3-1): ათანასიადისი; კოსტანცა, არბოლედა, დულანდო, კრისტიანო; ადო (რადელიჩი 85), ტილი; ტრაორე, კოლოვოსი (იანსანე 55), კასტანედა (ნიკოლოვი 85); იახშიბაევი (ფელიპე 67)
მწვრთნელი: იური ვერნიდუბი
„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; დოდო, მარლონი, მატვიენკო, ისმაილი; ბარბერანი, ანტონიო (ალან პატრიკი 65); ტეტე (მარლოსი 46), პედრინიო, ფერნანდო (მუდრიკი 65); ტრაორე
მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი
გოლები: 1:0 ტრაორე (16), 2:0 იასნანე (62)
გაფრთხილება: დულანტო (42)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 15 (4) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 1:0 თამაშგარე: 5:17
მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)
„ინტერი“ – „რეალი“ 0:1 (0:0)
მილანი, „ჯუზეპე მეაცა“
„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი; დარმიანი (დუმფრისი 55), ბარელა (ვესინო 84), ბროჟოვიჩი, ჩალჰანოღლუ (ვიდალი 65), პერიშიჩი (დიმარკო 55); ჯეკო, ლაუტარო მარტინესი (კორეა 65)
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, მილიტაო, ნაჩო, ალაბა; ვალვერდე, კაზემირო, მოდრიჩი (კამავინგა 80); ვასკესი (როდრიგო 65), ბენზემა, ვინისიუსი (ასენსიო 90)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 0:1 როდრიგო (90)
გაფრთხილება: ლაუტარო მარტინესი (45) - ალაბა (60)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 6 (2) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 4:1
მსაჯი: დანიელ შიბერტი (გერმანია)