ფეხბურთი

0:08 | 16.09.2021 | ნანახია 3256 - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის შოუ და ჰეთ-თრიქი ბელგიის თასზე!

გიორგი მიქაუტაძე „სერენში“ დაბრუნდა და გოლების გატანა ჩვეულ სტილში დაიწყო. ბელგიის თასზე „ლოკერენთან“ 20 წლის ქართველმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა!

გიორგიმ ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა, 54-ეზე დუბლი გაიფორმა, ხოლო 87-ე წუთზე მესამედ დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. „სერენმა“ მიქაუტაძის გოლებით 3:0 მოიგო და ბელგიის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე „სერენს“ „მეციდან“ ერთწლიანი იჯარით დაუბრუნდა და ჯერ კიდევ გასულ უიქ-ენდზე ბელგიის იუპილერ ლიგაში „სტანდარდთან“ 45 წუთი საკმაოდ კარგად ჩაატარა. ახლა უკვე, გოლებიც გაიტანა და ფაქტია, რომ „სერენმა“ ქართველის დამატებით დიდი შევსება მიიღო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:56 | 17.09.2021
lagashi (6738)

ნაკრებში უნდა იყოს ნომერ პირველი ფორვარდი, ქვილითაია სანამ არ გამოფხიზლდება მანამდე გამოსაძახებელიც კი არაა

14:09 | 16.09.2021
welder (1068)

ვიდეო ვერსად მოიპოვეთ რომ დაგედოთ?

0.14133
2490