კალათბურთი

18:10 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძე “შსს აკადემიაში” ჩაირიცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, უკანახაზელი გიორგი ცინცაძე სუპერლიგის მონაწილე, ქვეყნის ექსჩემპიონ “შსს აკადემიაში” ჩაირიცხა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ცინცაძემ 2014-15 წლების სეზონი “სკოპიეში” (მაკედონია) დაიწყო, მაგრამ ურთიერთშეთანხმების შემდეგ, ბალკანელთა კლუბი დატოვა.

0.125631