ფეხბურთი

18:22 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" პრეზიდენტი: "ახალგაზრდებს ფეხბურთი აღარ აინტერესებთ, უეფას სისტემა არ მუშაობს"

იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უეფას ახალი ევროპული შეჯიბრის შექმნისკენ და დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდებს. დე ლაურენტისი ფიქრობს, რომ გუნდებს მაღალი დონის ფეხბურთელების შესაძენად საკმარისი ფული არ აქვთ.

„სისტემა აღარ მუშაობს. ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა არ ქმნიან საკმარის შემოსავლებს კლუბებისთვის. საჭიროა უფრო მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი, რომ კონკურენტუნარიანი იყო, ეს ნიშნავს, რომ მეტი ფული უნდა დახარჯო და ევროპული შეჯიბრების ფონდი ამისთვის საკმარისი არაა. ამიტომ, კლუბებმა უნდა ისაუბრონ, რათა შექმნან უფრო თანამედროვე და მომგებიანი ტურნირი ყველასთვის.

უნდა შევამციროთ თამაშების რაოდენობა, გარდა ამისა, აუცილებელია შეიქმნას ევროპული ლიგა დემოკრატიული შესვლის სისტემით, რომელიც დაფუძნებული იქნება გუნდების მიღწევებზე შიდა შეჯიბრებებზე. შევისწავლე პროექტი და შემიძლია ვთქვა, მის დასაფინანსებლად 10 მილიონი ევრო იქნება საჭირო. თუ არ შევცვლით თამაშის წესებს და უკეთეს შოუს არ გავაკეთებთ, ახალგაზრდები დაგვტოვებენ და ფეხბურთი აღარ იქნება ჩვენი ცხოვრების ცენტრალური ნაწილი. ჩემი კვლევა აჩვენებს, რომ 8-დან 25-წლამდე ასაკის ადამიანებმა შეწყვიტეს ფეხბურთის ყურება და სმარტფონებით თამაში ურჩევნიათ.

არ ვამბობ, რომ სტადიონიდან ფეხბურთის ყურების ჩვევა გაქრება, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს „ვირტუალური სტადიონი“, რომელსაც შეუძლია მილიარდობით ადამიანის წარმთევა და ვინ იცის, შევძლებთ თუ არა მათ დაბრუნებას“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც იმავე მიზეზს ასახელებს და ამბობს, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ფეხბურთი საინტერესო აღარ არის. პერესმა სუპერლიგა შექმნა, რომელშიც დე ლაურენტისის „ნაპოლი“ არ მიიწვიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112541