ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების და „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა განაცხადა, რომ მზად იყო „ლივერპულში“ დარჩენილიყო, თუმცა კლუბიდან ამისი სურვილი ვერ დაინახა. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ნიდერლანდელი პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
„რამდენიმე თვის წინ, „ლივერპულში“ დარჩენის სურვილი გამოვხატე, თუმცა დეტალებს რომ არ ჩავეძიოთ, კლუბმა არ მაგრძნობინა, რომ ჩემი შენარჩუნება სურდა. ასეთ შემთხვევებში კი გუნდი უნდა დატოვო.“ - განუცხადა ფრანგულ L`Equipe-ს ვეინალდუმმა.
ჟორჟინიო „ლივერპულმა“ 2016 წელს „ნიუკასლიდან“ დაიმატა. „წითლების“ მაისურით ნიდერლანდელმა 237 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. „მერსისაიდელების“ რიგებში ვეინალდუმი პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.