ფეხბურთი

20:11 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი „ლივერპულის“ აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების შემტევი მოჰამედ სალაჰი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად „ლივერპულის“ აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია „მერსისაიდელების“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გასულ თვეში აფრიკელმა მოთამაშემ სამი მატჩი ჩაატარა და თავი ორ-ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. „ჩელსისთან“ ფრედ დასრულებულ (1:1) მატჩში სალაჰმა ერთი გოლი გაიტანა, ხოლო „ნორვიჩთან“ მოგებულ (3:0) შეხვედრაში ერთხელ აიღო მეტოქის კარი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.126984