ფეხბურთი

19:42 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ მესის შედეგი გაიმეორა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში წაგებულ მატჩში (1:2) გოლი გაიტანა. როგორც Opta იუწყება, რონალდუმ აღნიშნულ ტურნირზე უკვე 36 სხვადასხვა გუნდს გაუტანა და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის გაუთანაბრდა.

ასევე, რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 177-ე მატჩი ჩაატარა და იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა. აღნიშნული მატჩებიდან კრიშტიანუს გუნდმა 111 მოიგო და 35 ფრედ დაასრულა. სულ კი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე პორტუგალიელმა 135 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111916