იტალიის სერია A-ს ბინადარ „კალიარის“ ვალტერ მაძარი გაწვრთნის. გამოცდილმა სპეციალისტმა ლეონარდო სემპლიჩი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
სემპლიჩისთვის გადამწყვეტი „ჯენოასთან“ საშინაო მარცხი აღმოჩნდა, რომელსაც სარდინიელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მატჩის ბოლოს 3 გოლი გაუშვეს და წააგეს.
მაძარი ბოლოს „ტორინოს“ ავარჯიშებდა, რომელიც 2020 წელს დატოვა. მას ასევე „პისტოიეზეში“, „ლივორნოში“, „რეჯინაში“, „სამპდორიაში“, „ინტერსა“ და „უოტფორდში“ უმუშავია, ყველაზე კარგად კი 2009-2013 წლებში „ნაპოლის" წვრთნიდა. „კალიარი“ სერია A-ში სამი ტურის შემდეგ 1 ქულით მე-17 ადგილზეა.