სხვა

12:50 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიჯრით მესამე მარცხი - ტოჩინოშინი ცუდ ფორმაშია (+VIDEO)

აკი ბაშო ქართველი სუმოისტისთვის კვლავ წარუმატებლად გრძელდება. ლევან გორგოძემ სექტემბრის სუპერტურნირზე მიჯრით მესამე ორთაბრძოლა დათმო. ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იყო, რომელთანაც ჩვენებური ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

როგორც წინა დაპირისპირებები, ამჯერადაც ტოჩიმ მეტოქის მოგერიება ვერ მოახერხა და ძალიან მალე, დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა. ამრიგად, მეტოქემ მოგება-წაგების ბალანსი 16:12-მდე გაზარდა.

ლევანის მომდევნო მეტოქე ასევე მე-10 მაეგაშირა ჩიიოტარიუ იქნება, რომელსაც აქამდე 12-ჯერ შეხვედრია და მისი დამარცხება 9-ჯერ მოახერხა, თავად კი 3-ჯერ წააგო. შემოდგომის ბაშოს დასრულებამდე 11 ორთაბრძოლა დარჩა. გორგაძეს კი დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად კიდევ 7 გამარჯვება სჭირდება.

0.113889