„ბარსელონას“ მცველმა ერიკ გარსიამ „ბაიერნთან“ (0:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ასეთი ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდნენ.
„ჩემი აზრით, ანგარიში უსამართლოა. პირველი ბურთი ჩემგან რიკოშეტით გავიდა, მეორე და მესამე ლევანდოვსკიმ ძელის შემდეგ დაამატა. არმგონია, რომ ასეთი სხვაობით უნდა წაგვეგო. ბურთს რომ კარგად ვერ ვფლობდით, ეს „ბაიერნის“ დამსახურებაა. ალბათ, ჩვენ ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ჩემი აზრით, პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში კარგად ვითამაშეთ“, - თქვა ერიკ გარსიამ.
შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ანტირეკორდი დაამყარა და ევროთასებზე ისტორიაში პირველად წააგო ზედიზედ სამი საშინაო თამაში.