ფეხბურთი

22:46 | 14.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ გაიტანა, მაგრამ "მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონი ძალზე საინტერესოდ დაიწყო. პირველივე მატჩში დიდი სენსაცია დაფიქსირდა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბერნში, „იანგ ბოისთან“ დამარცხდა!

კრიშტიანუ რონალდუმ 2009 წლის შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა „იუნაიტედის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე, რაც მისთვის ამ ტურნირზე 177-ე იყო და იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა. პორტუგალიელს 13 წუთი დასჭირდა იმისთვის თავი გამოეჩინა და ბრუნო ფერნანდეშის გადაცემის შემდეგ ახლო ამნძილიდან ანგარიში გახსნა. თუმცა, შვეიცარიელებმა შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშეს, თანაც, ტაიმის ბოლოს ვან-ბისაკა გააძევეს და ამით ბერნელებმა ისარგებლეს. მეორე ტაიმში „იანგ ბოისმა“ ორი გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპივა. გამარჯვების გოლი, რომელიც სრულიად დამსახურებული იყო, შვეიცარიის ჩემპიონმა მსაჯის მიერ კომპენსრირებულ ბოლო მეხუთე წუთზე გაიტანეს.

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი „სევილიასა“ და „ზალცბურგს“ შორის შედგა და პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:1. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი პენალტით გავიდა და გარდა ამისა, პირველივე ტაიმში „ზალცბურგმა“ ორი პენალტი ვერ გაიტანა. ანუ, 45 წუთში 4 პენალტი დაინიშნა!

„იანგ ბოისი“ – „მანჩესტერი“ 2:1 (0:1)

ბერნი, „სტად დე სუისი“

„იანგ ბოიზი“ (4-2-3-1): ვან ბოლმოსი; ჰეფტი (სულეიმანი 82), კამარა, ლაუპერი (ზესიგერი 90), გარსია; სიერო (სიებატხუ 46), მარტინსი (რიედერი 82); ფასნახტი, ებიშერი, ნგამალეუ; ელია (კანგა 90)

მწვრთნელი: დავიდ ვაგნერი

„მანჩესტერი“ (4-2-3-1): დე ხეა; ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ; ვან დე ბეეკი (ვარანი 46), ფრედი (მარისალი 90); სანჩო (დალოტი 37), პოგბა, ბრუნო ფერნანდეში (მატიჩი 72); რონალდუ (ლინგარდი 72)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი

გოლები: 0:1 რონალდუ (13), 1:1 ნგამალეუ (66), 2:1 სიებატხუ (90)

გაფრთხილება: ფასნახტი (45), მარტინსი (50) - ვარანი (64)

გაძევება: ვან-ბისაკა (35)

მსაჯი: ფრანსუა ლეტექსი (საფრანგეთი)

0.131318