„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ მატჩებს.
რონალდუ ბერნის „იანგ ბოიზთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს და ეს ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის 177-ე თამაში იქნება. აქამდე რეკორდი იკერ კასილიასს ერთპიროვნულად ეკუთვნოდა, რომელსაც ასევე 177-ჯერ აქვს ნათამაშები ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე.
აქვე გეტყვით, რომ ხუთეულში არიან ჩავი (151 თამაში), ლიონელ მესი (149 თამაში) და რაული (142 თამაში).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხშირი შემთხვევა რომ მის დრიბლინგს მცველების დაბნევა და ძირს დაყრას იწვევს

:
:საღოლ ოქრიიიიიიიიიი
კობახიძემ მგონი გადაიფიქრა და დნიპროდან წამოსვლა უნდა
დინამოს კარგი კავშირები და მენეჯერი რომ ყავდეს დნიპროდან ლობჟანიძესა და კობახიძეს ინათხოვრებდა, ილურიძე რომ ჩამოიყვანონ მშვენიერი იქნება, ზაფხულში შეიძლება დვალიშვილიც წავიდეს ლეგიადან და მასაც თუ მოიყვანენ გუნდი ევროპის ლიგისთვის მზად იქნება.
დინამო რა დაწუნებულების კლუბია?
მართალი ხარ