ფეხბურთი

18:37 | 14.09.2021 | ნანახია 0 - ჯერ

ტოტი: "იბრაჰიმოვიჩი ჩემს რეკორდს დაამხობს და ბედნიერი ვიქნები"

„რომას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ „მილანის“ ფეხბურთელ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა. იტალიელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც გოლი გაიტანა, თუმცა, იბრაჰიმოვიჩს შანსი აქვს მიმდინარე სეზონში ეს რეკორდი დაამხოს. ტოტის თქმით, ის ბედნიერი იქნება თუ ზლატანი ამას მოახერხებს.

„ჩემს რეკორდს დამდვილად დაამხობს. მას სხვებისგან განსხვავებული მენტალიტეტი აქვს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და სწორი იქნება, თუ ეს დაუფასდება. რეკორდები უნდა იყოს გაუმჯობესებული და ნამდვილად ბედნიერი ვიქნები მის გამო. მას ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ 2014 წელს მოსკოვის ცსკა-ს გოლი გაუტანა და მაშინ ის 38 წლისა და 59 დღის იყო. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ტოტი დღემდე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვისაც გოლი გაუტანია, მაგრამ იბრაჰიმოვიჩს ნამდვილად აქვს მისი შედეგის გაუმჯობესების შანსი, რადგან 39 წლის და 11 თვისაა და „მილანი“ ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს, მაგრამ იბრაჰიმოვიჩი პირველ ტურში „ლივერპულთან“ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:43 | 23.03.2016
M.U2015 (19400)

ძაან დაბალი დონის წვრთნელი მომავალი ჩაგდება ექნება გუნდს და ეგაა.

14:09 | 23.03.2016
kelbo (7279)

უჭირთ ეტყობა შემცვლელის მოძებნა თორე ულვაშას თვითონ არაერთხელ უთქვამს რომ წასვლის დროა... თვითონ ტიპია ისეთი რო "ცას გამოკერება" არ ჩვევია, თავის საქმის გაკეთება და მერე წასვლა ურჩევნია და ნაკრებისთვისაც ალბატ უკეთესი იქნებოდა ვინმე ახალი...
თორე ულვაშა რაც არი ყველამ ვიცით

13:55 | 23.03.2016
bejo77 (57)

გავიდნენ უკვე 2018 წლის მუნდიალზე?

12:48 | 23.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ულვაშაშეეეეე, ყველაზე მაგარო!

0.071366