ფეხბურთი

18:04 | 14.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ლივერპული" - "მილანის" მატჩი გამოწვევაა, ისინი 18 თვეა კარგად თამაშობენ"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „მილანთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე კარგ ფორმაშია და რთულ თამაშს ელოდება.

“რთული ჯგუფია. აქ არის „ატლეტიკო“ და „პორტუ“, „მილანს“ კი დიდი ისტორია აქვს და საუკეთესო ფორმაშია. ეს ნამდვილი ჩემპიონთა ლიგაა და ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. „ლივერპული“ – „მილანის“ მატჩი ყოველთვის გამოწვევაა, „მილანი“ წლების განმავლობაში არ იყო ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ 18 თვეა კარგად თამაშობს და სეზონი კარგად დაიწყო. ასე რომ, რთული თამაში იქნება. ამ ტურნირზე ყველა მატჩი რთულია და მათ შორის, ესეც.

იბრაჰიმოვიჩი? დიდებული ფეხბურთელია, მისი რამდენიმე ვიდეო ვნახე, როდესაც დაშავდა და შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ლომები დიდხანს არ ისვენებენ. თუ ის არ ითამაშებს, ჟირუ ითამაშებს, ყველა ფეხბურთელი მართლაც მაღალი დონისაა. ზლატანი არის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ოდესმე მინახავს“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „მილანის“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.126489