თამაშგარე

14:47 | 14.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სახიფათო სტაფილო

ჰოლანდიურ “ჰერენვეენში“ მობურთალმა შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა რამი კაიბიმ ყბა-სახის მძიმე ტრავმა მიიღო. ვინც ფეხბურთის მთავარი სენის - ტრავმიანობის შესახებ უწყით, დაგვეთანხმებით რომ ამ ამბავში განსაკუთრებულად უცნაური არაფერი იქნებოდა ეს ტრავმა ფეხბურთელს თამაშისას ან ვარჯიშისას რომ მიეღო.

რამი კაიბიმ გაგიკვირდებათ და ეს ტრავმა არც მეტი არც ნაკლები, მაშინ მიიღო, როდესაც სტაფილოს ახრამუნებდა. როგორც თავად შვედი მობურთალი ამბობს, სტაფილო ზედმეტად მაგარი ყოფილა, იგი არ შეეპუა ამ სიმაგრეს, ყბები ბოსტნეულს მთელი ძალ-ღონით დააჭირა და ყბაც მოიტეხა.

როგორც ჩანს რამი კაიბიმ არ უწყის ცნობილი ქართული სიბრძნე: “სტაფილოს ხრამუნს, მისგან წვენის გამოწურვა და დილით უზმოზე დალევა სჯობიაო“ თორემ ყბის ტრავმასაც გადაურჩებოდა და ჰერენვეენის პარკშიც ლაღად ისეირნებდა მაშინაც კი, ეს პარკი დენდროლოგიური რომ არ ყოფილიყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114406