უეფამ ამსტერდამის „აიაქსს“ მომღერალ ბობ მარლისადმი მიძვნილი მაისურებით თამაში აუკრძალა. ევროპული ფეხბურთის მთავარმა ორგანიზაციამ აიაქსელებს ფორმიდან სამი ჩიტის გამოსახულების წაშლა დაავალა. სამი ჩიტი მუსიკოსის ერთ-ერთი სიმღერის ვარიაციაა.
შავი ფერის მაისურები „აიაქსის“ მესამე ფორმაა. მას მწვანე, ყვითელი და წითელი ზოლები დაჰყვება. ზურგზე კი სამი ჩიტის გამოსახულება ახატია.
ხვალ, 15 სექტემბერს, „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატში პორტუგალიურ „სპორტინგს“ ეწვევა. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.