ფეხბურთი

19:28 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "უეფა არასწორი მიმართულებით მიდის, პსჟ წესებს არღვევს"

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „პარი სენ ჟერმენი“ და უეფა მის მფარველობაში დაადანაშაულა. ტებასის განცხადებით, უეფა არასწორი მიმართულებით მიდის და პსჟ წესებს არღვევს.

„რეალმა“ გაყიდა ფეხბურთელები 200 მილიონ ევროდ, აქვს საკმარისი ფული, რომ მბაპე და ჰოლანდი იყიდოს. მათ არ დაუკარგავთ ფული და აქტიურად გაყიდეს მოთამაშეები. თუმცა, გაუგებარია, რომ ზოგიერთებს 400 მილიონი ევროს ზარალი აქვთ, 500 მილიონი ევროს ხელფასებს გასცემენ და შეუძლიათ უარი თქვან მბაპეზე წინადადებებზე. ისინი არღვევენ საფრანგეთის კონტროლის წესებს და ზიანს აყენებენ ევროპულ ბაზარს. უეფას სისტემა არასწორია. სადაც უნდა მივდიოდეთ, იმის საპირისპირო მიმართულებით მივდივართ. მათ ურჩევნიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება ერთი მილიარდი ევროს ზარალით, ასე ახარებენ გულშემატკივრებს, მაგრამ ფეხბურთს შეურაცხყოფას აყენებენ“, - თქვა ტებასმა.

0.116917