ფეხბურთი

17:24 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "ალეგრი მომწონს, მაგრამ ის სასწაულებს ვერ მოახდენს"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ თავისი ყოფილი კლუბის, „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ ფეხბურთელების მთავარი პრობლემა თავშია და მათი ტექნიკური თვისებები ეჭვს არ იწვევს. დელ პიეროს მასიმილიანო ალეგრი მოსწონს, მაგრამ ამბობს, რომ ის სასწაულმოქმედი არაა.

“ვფიქრობ რეალობას უნდა შევეგუოთ. აშკარაა, რომ კრიშტიანუს გუნდში დარჩენა არ სურდა და ასევე არ იქნებოდა სასარგებლოდ გუნდისთვის მისი ხელფასის გადახდა. მაინც ვფიქრობ, რომ „იუვენტუსის“ შეტევა შეიძლება ძალიან კონკურენტუნარიანი იყოს. რონალდუს გარშემო გუნდი ვერ გაიზარდა და მასთან ერთად ევროთასებზე გუნდის შედეგი გაუარესდა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც არ გამოვიდა. თუმცა, გავიხსენოთ, რო „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგა ჯერ არ მოუგია და ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციები ყოველთვის არ არის გამარჯვების სინონიმი.

ალეგრი მომწონს, ვფიქრობ, მას მკაფიო იდეები აქვს, მაგრამ არ შეუძლია სასწაულების მოხდენა, რადგან პირველ რიგში მან იცოდა, რომ „იუვეს“ პრობლემა მხოლოდ მწვრთნელი არ იყო. ძალიან ბევრი სამუშაოა გასაწევი მოედანზე და უპირველესად გასახდელში, რადგან ფეხბურთელების მთავარი პრობლემა არა მათი ტექნიკური თვისებები, არამედ გონებაა“, - თქვა დელ პიერომ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და მე-16 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117209