სხვა

13:19 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მორის ყვითელაშვილმა იტალიურ ჩელენჯერზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (+VIDEO)

იტალიის ქალაქ ბერგამოში, 10-12 სექტემბერს, ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით მორის ყვითელაშვილმა იასპარეზა.

ქართველმა მოციგურავემ მიმდინარე სეზონში პირველ ტურნირზე საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირა და 17 ქვეყნის 23 მონაწილეს შორის ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში 3 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და ტურნირის ამ ნაწილში მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში კი 236.18 ქულით საპატიო მესამე ადგილის მფლობელი გახდა. მის წინ მხოლოდ იტალიელი დანიელ გრასლსა (247.80) და ფრანგ ადამ სიაო ჰიმ ფასი (237.39) აღმოჩნდა.

0.113261