ფეხბურთი

21:00 | 12.09.2021 | ნანახია 860 - ჯერ

ეროვნული ლიგა განახლდა და "დინამო თბილისი" "თელავთან" დამარცხდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ განახლდა და სენსაციურად. მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ დამარცხდა.

კახა ცხადაძის გუნდი „თელავს“ ესტუმრა და მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშა შერგელაშვილის გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა. ამრიგად, თბილისურმა გუნდმა უძვირფასესი ქულები დაკარგა და 44 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, ხოლო „თელავი“ შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო ოთხ მატჩში 10 ქულა მოიპოვა და 25 ქულით მეშვიდეა.

დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა და ქობულეთის „შუქურა“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ უგოლოდ დაუზავდა.

„თელავი“ – „დინამო თბილისი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 შერგელაშვილი (49)

„შუქურა“ – „სამგურალი“ 0:0 (0:0)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:33 | 12.09.2021
dinamo222 (8587)

სერენმა წააგო სტანდარტთან 0-1 ღირსია ის მართლა კონდომი მიქაუტაძე ძირითადში რომ არ დააყენა @ არადა რაც მეორე ტაიმში გამოვიდა მიქაუტაძე ყველაზე აქტიური იყო ოთხჯერ დარტყა კარში და და ამ ოთხიდან ორი ცარიელი კარიდან მცველებმა გამოიტანეს ! ასეთ თავდამსხმელს ძირითადში რომ არ აყენებს ის მწვრთნელი კი არა მართლა კონდომიას @ გენტმაც წააგო საკუთარ მოედანზე და ჩაკვეტაძე არ იყო განაცხადში ვაითუ კიდევ შეუბრუნდა ის ტრავმა @

21:38 | 12.09.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2015)

რა ბურთი გაუშვა მეკარემ

0.135925