ფეხბურთი

18:59 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "რთულია ტკივილი გადმოსცე, მუდამ ჩვენს გულში იქნები"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი თანაგუნდელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებას გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ ძალიან ძნელია ტკივილის გადმოცემა და ვახტანგი ყოველთვის მის გულში იქნება.

"დღეს შენი დღეა ჩემო ძმაო, ყველას გული დაგვწყვიტე და რთულია გადმოსცე ეს ტკივილი, მშვიდად განისვენე, მოგვენატრები და მუდამ ჩვენს გულში იქნები", - დაწერა ზურიკომ.

შეგახსენებთ, ვახტანგ ჩარკვიანი "დინამო თბილისის" აკადემიაში თამაშობდა და დავითაშვილის ტანაგუნდელიც იქ იყო. 20 წლის ფეხბურთელი კორონავირუსით გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119275