აკი ბაშო დაიწყო და ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მე-11 მაეგაშირა კოტოეკოს უვატედაშინაგეს ილეთით სძლია.
ჩვენებური მიმდინარე ტურნირზე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით გამოდის და წარმატებულად დაწყებული ასპარეზობა იმედია მინიმუმ დადებით ბალანსამდე გაგრძელდება.
აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მე-5 შეხვდა, რომელთაგანაც ტოჩიმ მე-4 გამარკვება მიითვალა. მას კოტოეკოსთან მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს წაგებული.
ამრიგად, პირველი მოგება სახეზეა, მეორე საშეჯიბრო დღეს კი ლევანის მეტოქე ასევე მე-11 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელთაგანაც მოგება-წაგების ბალანსი თავის სასარგებლოდ 9:8-ზე აქვს.