ჩოგბურთი

2:59 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამაკაცთა წყვილებში აშშ-ის ღია რამმა და სალისბერიმ მოიგეს

ამერიკელმა რაჯივ რამმა და ბრიტანელმა ჯოი საილსბერიმ, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, 3-6, 6-2, 6-2 მოუგეს ბრაზილიელი ბრუნო სოარესის და ბრიტანელი ჯეიმი მარის წყვილს და ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

საწყის სეტში, რამს და სალისბერის მოწოდება არ გამოსდიოდათ, რამაც მეტოქეებს დაწინაურების საშუალება მისცა. მათ ორმაგი შეცდომა ჯამში ოთხჯერ დაუშვეს. გარდა ამისა, პირველ მოწოდებაზე, ქულების ნახევარი აიღეს. სოარესის და მარის კი მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდათ.

მაგრამ მეოთხე ნომრად განთესილებმა, თამაშის მსვლელობისას, თამაშის ყველა ასპექტი გააუმჯობესეს და მეორე სეტიდან მოყოლებული, თამაშის ბოლომდე, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ორი ქულაღა დათმეს. მათ მეორე სეტის პირველივე გეიმში შეძლეს მარის მოწოდებაზე გეიმის მოგება და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვიათ.

სოარესმა და მარიმ, რომლებსაც აშშ-ის და ავსტრალიის ღია პირველობები 2016 წელს აქვთ მოგებული, მესამე სეტის საწყის გეიმში, სამი ბრეიკ პოინტის მოგერიება შეძლეს, მაგრამ მეოთხეს ვეღარაფერი მოუხერხეს. რამმა და სალისბერიმ, რომლებსაც ერთად ავსტრალიის 2020 წლის ღია აქვთ მოგებული, მეორე ბრეიკი მეშვიდე გეიმში შეძლეს და მომდევნოში შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.

0.11686