ესპანური პრიმერას მე-4 ტური ორი მატჩით გაიხსნა: „ლევანტემ“ და“რაიო ვალეკანომ“ ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, ბილბაოს „ატლეტიკმა“ კი „მალიორკა“ დაამარცხა - 2:0.
ვალენსიაში მატჩი დრამატული გამოდგა. „ლევანტე“ როხერის 39-ე წუთზე გატანილი პენალტით იგებდა, მაგრამ სამი ქულა მაინც ვერ მოიპოვა. 92-ე წუთზე საპასუხო გოლი შეცვლაზე შესულმა სერხი გვარდიოლამ შეაგდო -1:1.
ბასკებმა ბილბაოში პირველი მარცხი აგემეს მიმდინარე სეზონში „მალიორკას.“ უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში მასპინძლებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და 68-ე წუთზე ანგარიში დანი ვივიანმა გასხსნა. ექვს წუთში კი ინიაკი უილიამსმა მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ატლეტიკი“ 8 ქულით პრიმერას ცხრილში გალიდერდა, თუმცა მთავარი მატჩები კვირას და ორშაბათსაა.