ფეხბურთი

23:50 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ტური

კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერულ რე-დებიუტს არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთელ ევროპაში ელოდნენ. მოლოდინმა გაამართლა. კრიშტიანუმ დაბრუნება დიდებულად - დუბლით აღნიშნა და ყველას კიდევ ერთელ დაუმტკიცა, რომ ასაკის მიუხედავად, ჯერაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად რჩება.

„ნიუკასლი“ თავის მე-1000 მატჩს ატარებდა პრემიერლიგაში და პირველ ტაიში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მასპინძლებს. მაგრამ „იუნაიტედს“ ჰყავდა კრიშტიანუ, რომელმაც მეორე წამატეულ წუთზე მაინც გახსნა ანგარიში.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კაჭკაჭებმა“ გაათანაბრეს. მაგრამ... „იუნაიტედს“ ჰყავდა რონალდუ. ამჯერად მან თავის სტილში შეაგდო, საჯარიმოში შეიჭრა, მომყოლ მცველს წამით დაასწრო და მეკარე ფრედი ვუდმანს ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი.

მერე ბრუნუ ფერნანდეშმა შორიდან შეაგდო, წერტილი კი ჯესი ლინგარდმა დასვა.

რონალდუმ პრემიერლიგაში 12 წლისა და 124 დღის შემდეგ გაიტანა. ის ასაკით რიგით მესამე ფეხბურთელი გახდა, ვისაც პრემიერლიგაში გაუტანია - 36 წლის და 218 დღის. მასზე ასაკიანები მხოლოდ რაიან გიგზი (39 წლის და 86 დღის) და პოლს სქოულზი (37 წლის და 304 დღის) იყვნენ.

ტურის ადრეულ მატჩში, მანამდე ქულადაუკარგავმა „ტოტენჰემმა“ მოულოდნელად „კრისტალ პალასთან“ 3:0 წააგო. ლონდონურ დერბიში. „დეზებს“ ამჯერად არაფერი გამოუვუდათ. სონის გარეშე, რომელმაც კორეის ნაკრებში ყოფნისას მიიღო ტრავმა, მათი წინა ხაზი დაობლებული ჩანდა.

აკლდათ არგენტინული წყვილი - კრისტიან რომერო და ჯოვანი ლო ჩელსო, ასევე კოლუმბიელი დავინსონ სანჩესი, რომელბიც, სამხრეთამერიკული სანაკრებო მატჩების შედეგ, ხანგრძლივი კარანტინის თავიდან ასაცილებლად ამჟამად ხორვატიაში იმყოფებიან.

ლეგენდარულმა, პატრიკ ვიეირამ კი „არწივების“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება იზეიმა პრემიერლიგაში. მისმა ბიჭებმა ბოლო წუთებში მოაგვარეს საქმე, მას შემდეგ რაც სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა ჯაფერტ ტანგანგას ხუთი წუთის ინტერვალში ორი ყვითელი უჩვენა.

ანგარიში უილფრიდ ზაჰამ გახსნა პენალტით. შედმდეგ კი ფრანგი დებიუტანტის, 22 წლის ოდსონ ედუარის ჯერი დადგა, რომელიც „არწივებმა“ ამ ზაფხულს დაიმატეს „სელტიკიდან.“ ედურმა თავისი პირველი გოლი მინდორზე გამოჩენიდან რამდენიმე წამში გაიტანა, წერტილი კი მესამე დამატებულ წუთზე დასვა.

„ჩელსიმ“ „ასტონ ვილას“ 3:0 სძლია. დუბლი მიითვალა რომელუ ლუკაკუმ. „სიტიმ“ ბერნარდუ სილვას გოლით მოუგო სტუმრად „ლესტერს.“ მიჯრით სამი მარცხის შემდეგ, სეზონში პირველად გაიმარჯვა „არსენალმა.“

ისევ წააგო „ჩვენი“ ჩისკოს „უოტფორდმა,“ ამჯერად - „ვულვზთან.“

ლიდერები 10 ქულით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ არიან. შემდეგ 9-ქულიანი „სიტი,“ „ბრაიტონი“ და „ტოტენჰემი“ მოდიან.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-4 ტური

11 სექტემბერი

კრისტალ პალასი - ტოტენჰემი 3:0

ლონდონი. „სელჰერსტ პარკი“

1:0 ზაჰა (75 პენ), 2:0, 3:0 ედუარი (84, 90+3)

კრისტალ პალასი: გუაიტა, უორდი, მიტჩელი, გეჰი, ანდერსენი, კუაიატე (მილივოევიჩი 67), მაკარტური, გალახერი, აიუ (ოლისე 87), ზაჰა, ბენტეკე (ედუარი 84)

მწვრთნელი: პატრიკ ვიეირა

ტოტენჰემი: ლორისი, რეგილონი, ემერსონი, დაიერი (როდონი 12), ტანგანგა, ჰოიბერგი, უინკსი (დევისი 60), სკიპი, კეინი, ალი, მოურა

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ზაჰა (54), გალახერი (89); ტანგანგა (53), მოურა (82)

გაძევება: ტანგანგა (58)

მანჩესტერი - ნიუკასლი 4:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“

1:0 რონალდუ (45+2), 1:1 მანკილიო (56), 2:1 რონალდუ (62), 3:1 ფერნანდეში (80), 4:1 ლინგარდი (90+2)

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ვარანი, მაგუაირი, შოუ, მატიჩი, პოგბა, სანჩო (ლინგარდი 66), ფერნანდეში (მარსიალი 85), რონალდუ, გრინვუდი (ვან დე ბეკი 85)

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

ნიუკასლი: ვუდმანი, მანკილიო, ჰეიდენი, ლასელსი, კლარკი (ლუისი 84), რიჩი, ლონგსტაფი, უოლოკი (ჰენდრიკი 86), ალმირონი (მერფი 77), სენ-მაქსიმენი, ჟოელინტონი

მწვრთნელი: რაფა ბენიტესი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: პოგბა (60)

ლესტერი - სიტი 0:1

ლესტერი. „კინგ პაუერი“

0:1 ბერნარდუ სილვა (62)

ლესტერი: შმეიხელი, ბერტრანი, სეიუნჯუ, ვესტერგორი (ევანსი 61), კასტანი, ნდიდი, ბარნსი (ლუქმენი 73), ტილემანსი, ოლბრაიტონი, მედისონი (იჰეანაჩო 73), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელუ, როდრი, გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, ტორესი (სტერლინგი 64), გრილიში, ჟეზუსი (ფერნანდინიო 85)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: სეიუნჯუ (74); როდრი (26), ლაპორტი (38)

ჩელსი - ასტონ ვილა 3:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

1:0 ლუკაკუ (15), 2:0 კოვაჩიჩი (49), 3:0 ლუკაკუ (90+3)

ჩელსი: მენდი, ალონსო, ჩალობა, ტიაგუ სილვა, რუდიგერი, ჰადსონ-ოდოი (ვერნერი 83), კოვაჩიჩი, საული (ჟორჟინიო 46), ზიეში, ჰავერცი (ასპილიკუეტა 64), ლუკაკუ

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ასტონ ვილა: სტირი, თარგეტი, მინგსი, კონსა, ტუანზებე, კეში, რემზი (ლეონ ბეილი 56), დუგლას ლუისი (ნაკამბა 80), მაკგინი, უოტკინსი, ინგზი (ტრაორე 69)

მწვრთნელი: დინ სმიტი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ალონსო (61); რემზი (8), მინგსი (28), მაკგინი (90), თარგეტი (90)

უოტფორდი - ვულვერჰემპტონი 0:2

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“

0:1 სიერალტა (74 საკ. კარში), 0:2 ხი ჩან ხვანი (83)

უოტფორდი: ბახმანი, როუზი, ტროსტ-ეკონგი, სიერალტა, სისოკო, კუჩკა, ეტებო (სემა 77), კინგი (ერნანდესი 53), დენისი, სარი, ნგაკია

მწვრთნელი: ჩისკო

ვულვერჰემპტონი: სა, მარსალი, კოდი, სემედუ, კილმანი, მოუტინიუ, საისი, ნევეში, ხიმენესი, ტრაორე (პოდენსე 81), ტრინკაო (ხი ჩან ხვანი 63)

მწვრთნელი: ბრუნუ ლაჟე

მსაჯი: პიტერ ბენქსი

გაფრთხილება: ეტებო (13), როუზი (67), დენისი (69); მარსალი (68), ხიმენესი (92), კილმენი (95)

არსენალი - ნორვიჩი 1:0

1:0 ობამეიანგი (66)

საუთჰემპტონი - ვესტ ჰემი 0:0

გაძევება: ანტონიო (90+5) - ვესტ ჰემი

ბრენტფორდი - ბრაიტონი 0:1

0:1 ტროსარი (90)

12 სექტემბერი

ლიდსი - ლივერპული

13 სექტემბერი

ევერტონი - ბარნლი

0.146319