ფეხბურთი

23:18 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის დუბლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მესამე ტურში „ზირა“ სტუმრად „კეშლას“ დაუპირისპირდა და დავით ვოლკოვის დუბლით 2:0 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა ანგარიში 64-ე წუთზე ახლო მანძილიდან გახსნა, ხოლო 8 წუთში მეტოქის კარი მეორედ დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ვოლკოვმა სეზონი კარგად დაიწყო და სამ მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.

„ზირას“ სამ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

0.119129