„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და „ნიუკასლ იუნაიტედთან“ (4:1) თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.
„ოლდ ტრაფორდზე“ ჩემი დაბრუნება მხოლოდ მოკლე გახსენება იყოს იმისა, თუ რატომ არის ეს სტადიონი ცნობილი, როგორც „ოცნებების თეატრი“. ჩემსთვის ის ყოველთვის იყო ჯადოსნური ადგილი, სადაც შეგიძლია მიაღწიო იმას, რასაც მიზნად ისახავ. ჩემს ყველა თანაგუნდელთან ერთად და ამ ფანტასტიკური მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ტრიბუნიდან, გზად თავდაჯერებულად და ოპტიმისტურად ვუყურებთ, საბოლოოდ, ყველა ერთად ვიზეიმებთ.
ვამაყობ, რომ დავბრუნდი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და პრემიერლიგაში, მაგრამ ყველაზე მეტად ბედნიერი იმიტომ ვარ, რომ გუნდის დახმარება შევძელი“, - დაწერა რონალდუმ.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუ 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა.